პოლიტიკა

“ბონაპარტე ნაპოლეონმაც კი ვერ შეძლო მეორედ ტახტზე მოსვლა” – შალვა ნათელაშვილი

ნუ შევალთ დეტალებში, არ მინდა, პატიმარი კაცია და რაღაცა კრიტიკასავით გამომივიდეს

ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შედიან, რევოლუციებს ვერ ატარებენ წინა რევოლუციის მომხდენები, ბონაპარტე ნაპოლეონმაც კი ვერ შეძლო მეორედ ტახტზე მოსვლა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, სწორი იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არ იყო მთლად სწორი.

„აი, ახლა ამაზე შევალთ უკვე ძალიან ისეთ დეტალებში, რომელიც არ მინდა, პატიმარი კაცია და რაღაცა კრიტიკასავით გამომივიდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ იყო მთლად სწორი. ის უნდა ჩამოსულიყო მაშინ, როდესაც ოპოზიცია ერთად იკრიბებოდა ჩვენთან, როდესაც პარლამენტი იყო ერთპარტიული, როდესაც წკიპზე იდგა ივანიშვილის სანქცირებისა და ახალი არჩევნების საკითხი. აი, მაშინ მიშას ჩამოსვლა დაამთავრებდა პროცესს. ახლა ჩამოვიდა არა იმ დროს და არა იმ ადგილას, არა იმ არჩევნების დროს, მუნიციპალური არჩევნების პერიოდში, როდესაც ვნებები არ არის ისე გაღვივებული. იმავდროულად, მე მგონია, რომ ეს ჩამოსვლა შეთანხმებული და კოორდინირებული არ იყო მის პარტიასთანაც კი. შესაბამისად, ეს განსხვავებული პოზიციები და ტაქტიკური და რაღაც-რაღაცები, ზედაპირულადაც კი გამოჩნდა“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close