მსოფლიო

ბელორუსში ახალგაზრდა ცოლ -ქმარი პირადი მიმოწერისთვის მეექვსედ დააპატიმრეს

ბელორუსიაში 26 წლის მეუღლეებს ანასტასია კრუპენიჩ-კონდრატიევას და სერგეი კრუპენიჩს ტელეგრამ-არხზე მიმოწერის გამო, ზედიზედ მეექვსედ  ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი „ვესნა“ ავრცელებს.

ცოლ -ქმარი უკვე 84 დღეა იზოლატორში იმყოფება. პოლიციამ ისინი პირველად ივლისის დასაწყისში დააკავა. ბელორუსის უშიშროების სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს „ექსტრემისტული“ ტელეგრამ-არხების ინფორმაციებს უგზავნიდა. ახალგაზრდები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც იგივე ეპიზოდზე, მაგრამ სხვა არხების გამოყენებისთვის ახალი ბრალი წაუყენეს.

ბოლო საქმეზე გასამართლებულ ცოლ-ქმარს საპატიმრო 25 სექტემბერს უნდა დაეტოვებინა,  მაგრამ 23 სექტემბერს 13 დღიანი პატიმრობა დაუმატეს. ეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარის გასამართლების მეექვსე ეპიზოდია. უფლებადამცველი ორგანიზაციების გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმრის დაკავების შემდეგ ერთ-ერთ რელიგიურ არხზე ანასტასიას ვიდეო-ჩართვა გამოჩნდა. „ანასტასიამ ექსტრემისტულ არხს პოლიციის თანამშრომელთა შვილების პირადი მონაცემები გაუგზავნა“, – ნათქვამია უფლებადამცველების განცხადებაში.

რამდენიმე თვის წინ ბელორუსის სასამართლოში დაიწყო პროცესი 22 წლის რეპერის წინააღმდეგ, რომელსაც ალექსანდრე ლუკაშენკოს  შეურაცხმყოფელი სიმღერისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close