მსოფლიო

ბეირუთში აფეთქების შედეგად დანგრეული საავადმყოფოდან ექთანმა სამი ახალშობილი გამოიყვანა

ლიბანელი ფოტოგრაფი, ბილალ ჯავიჩი ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქების შემდეგ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, თუ როგორ გამოჰყავს ექთანს სამი ახალშობილი აფეთქების შედეგად დაზიანებული ერთ-ერთი საავადმყოფოდან.

„გაოცებული ვიყავი, როდესაც ექთანი სამ ახლშობილთან ერთად დავინახე. შევნიშნე, რომ იგი ძალიან მშვიდად იყო, რაც დიდი კონტრასტი იყო იმის ფონზე, რაც ირგვლივ ხდებოდა“, – განაცხადა ფოტოგრაფმა.

ფოტოგრაფის თქმით, მოგვიანებით ექთანმა მას უამბო, რომ აფეთქებამდე სამშობიარო განყოფილებაში იმყოფებოდა.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, დაშავებულია 5 000 ადამიანი. ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია. ქალაქის გუბერნატორმა, მარვან აბუდმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close