Sliderსაზოგადოება

ბევრმა, მათ შორის მმართველი პარტიიდან, საკუთარი კარიერა ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთვრობო ორგანიზაციებში დაიწყეს – დეგნანი “ხალხის ძალის” გავრცელებული განცხადების შესახებ

ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ NGO-ებთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადება კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს აგონებს. ამის შეახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„განცხადება NGO-ებთან დაკავშირებით, ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს, იმიტომ, რომ ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში. ჩემი გამოცდილებიდან რაც მინახავს საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ“, – უპასუხა ელჩმა ჟურნალისტებს.

კელი დეგნანის თქმით, მისთვის დამაბნეველია, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მიმართ, რადგან ბევრმა, მათ შორის მმართველი პარტიიდან, საკუთარი კარიერა ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთვრობო ორგანიზაციებში დაიწყეს.

„ისინი ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებდნენ და ძალიან დამაბნეველია, როცა ახლა მათი მხრიდან ასეთი კრიტიკა ისმის, ეს იქნება ძალიან სამწუხარო, თუ ეს ხმა, ხალხის ხმა აღარ იარსებებს, რადგან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის ერთად შეკრებილი ხალხის ხმა, ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოსთვის“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close