პოლიტიკა

“ბატონი ღარიბაშვილი ბოლო დროს საინტერესო და უცნაურ განცხადებებს აკეთებს” – ქემოკლიძე

დღეს ამ ადამინებს არ აქვთ განცდა ობიქტურად რა პრობლემებია და რა დონის სიდუხჭირე არსებობს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში

პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, კახაბერ  ქემოკლიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას უცნაურს უწოდებს. საქმე ეხება  ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც სოცდაუცველებს ფინანსური დახმარების ნაცვლად სახელმწიფდო დაასაქმებს.

ქემოკლიძის თქმით, სამუშაო ადგილების შესაძლოა ქვეყანაში არის, თუმცა იმდენად დაბალანაზღაურებადი, რომ მასზე ცხოვრება შეუძლებელია.

“ბატონი ღარიბაშვილი ბოლო დროს საინტერესო და უცნაურ განცხადებებს აკეთებს ხოლმე და ეს არის ჩემი აზრით, ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ მათი გაგებით ქართული ეკონომიკა დუღს, ჩემი აზრით, დღეს ამ ადამინებს არ აქვთ განცდა ობიქტურად რა პრობლემებია და რა დონის სიდუხჭირე არსებობს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. გავიდნენ რეგიონებში, მოიხსნან ვარდისფერი სათვალეები და დარწმუნდებიან რა რელური პრობლემები არსებობს. სამუშაო ადგილები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ იმდენად დაბალი ანაზღაურება იყოს, რმლის მიღების შედეგად არა თუ ოჯახს, არამედ საკუთარ თავს ვერ არჩერდნენ და ადამიანები არიან, რომლებიც ერთ, ორ, სამ, ოთხ სამსახურში მუშაობენ და ნაწლავებზე ფეხს იდგამენ და აი, ეს ეშელბათ მათ, – განაცხადა ქემოკლიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close