პოლიტიკა

პარტიის წევრებს არ ექნებათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისგან, იმიტომ რომ არ კონტაქტობს ის პარტიის ლიდერებთან – გელბახიანი

“მისი ჯანმრთელობა იმდენად აქტუალური და მთავარი საკითხია, რომ პოლიტიკისთვის არ სცალია და არც აპირებს აქტიურად, ან რაიმე ფორმით გააგრძელოს პოლიტიკაში ყოფნა.

ჩვენ, ადვოკატებს არ გვითქვამს, არც მას უთქვამს, რომ ვინმეზე ნაწყენია, რომ პარტიას ემიჯნება. ბატონი მელიას მიმართ არანაირი წყენა მას არ აქვს, პირიქით, თქვა, რომ მელია ეძებს სწორ ფორმულირებას, რომ კონფლიქტის ეს ფორმა არ მიეცეს. ეს ნიშნავს, რომ მის განცხადებებს პოზიტიურად აფასებს”, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

“პარტიის წევრებს არ ექნებათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისგან, იმიტომ რომ არ კონტაქტობს ის პარტიის ლიდერებთან. მხოლოდ ოჯახის წევრებს და ადვოკატებს ხვდება და საიდან უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია? არის მარტივი ფორმულა – მისი სიცოცხლეა საფრთხეში. დაკარგული აქვს ის ენერგია, რაც ჰქონდა. სხვა ადამიანია – სახელი და გვარი ისაა, მაგრამ ფიზიკურად სხვა ადამიანია“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა “ქრონიკასთან”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close