მსოფლიო

ბაიდენის სისუსტე და ისრაელის არასაკმარისი მხარდაჭერა ჩვენს მოკავშირეებზე თავდასხმებს იწვევს – დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის ამჟამინდელი ლიდერის ჯო ბაიდენის „სისუსტემ“ და ისრაელის არასათანადო მხარდაჭერამ რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვია.

„როდესაც ამ პოსტზე მე ვიყავი, ისრაელის მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იდგა ისრაელის მხარეს და ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში სწრაფი რეაქცია მოხდებოდა” – ეს განცხადება დონალდ ტრამპმა თავის ახალ ვებ გვერდზე განათავსა.

„ბაიდენის პირობებში, სამყარო უფრო სასტიკი და არასტაბილური გახდა, რადგან მისი სისუსტე და ისრაელის მხარდაჭერის არარსებობა  ჩვენს მოკავშირეებზე ახალ თავდასხმებს იწვევს”, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

დონლდ ტრამპის აზრით, ამერიკა ყოველთვის ისრაელის მხარეს უნდა იყოს და „მკაფიოდ განაცხადოს, რომ პალესტინელებმა შეწყვიტონ ძალადობა, ტერორი და სარაკეტო თავდასხმები და რომ შეერთებული შტატები ყოველთვის მტკიცედ დაუჭერს მხარს ისრაელის თავდაცვას”.

ისრაელის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელის,ავივ კოჩავის თქმით,  ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელმა ღაზას სექტორში 500-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა. მისივე ინფორმაციით, მოკლულია ათობით პალესტინელი მებრძოლი.

თავის მხრივ, პალესტინის ჰამასმა განაცხადა, რომ თეწლ ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლა. ზოგი მათგანი ისრაელის ცენტრალური ნაწილის დასახლებულ პუნქტებში აფეთქდა. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close