რეგიონები

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა

ბათუმში კლინიკა „მედალფა“ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, მათ შორის 80 წლამდე კაცმა, რომელიც მძიმე პაციენტად ითვლებოდა და ერთი თვე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას აქვს ინსულტი, რის გამოც სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკაში სამი კოვიდ-ინფიცირებული რჩება, აქედან ერთი – 61 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ შეიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორმა ინგა ხოზრევანიძემ განმარტა, ის თბილისში საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი აჭარაში გადაიყვანეს, რადგან ბათუმის მკვიდრია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ბოლო 24 საათის განმავლობაში 280 პირი გამოიკვლიეს და ლაბორატორიული კვლევის შედეგი COVID-19-ზე უარყოფითია.

აჭარაში კორონავირუსი 62-მა პაციენტმა დაამრცხა, გარდაიცვალა ორი.

საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close