სამართალი

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურა ბერიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი უკვე დასრულდა. სამართალდამცველებმა ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საგამოძიებო მოქმედებებს ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი ხვიჩა ქადაგიძე ხელმძღვანელობდა.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაციას ვერ გავაჟღერებთ. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, – განაცხადა ხვიჩა ქადაგიძემ.

საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ დღეს დილით თბილისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. მოკლულ ანასტასია შატალოვას და ყოფილ ვიცე-მერს საერთო შვილი ჰყავთ. შატალოვა მის დაბრუნებას ითხოვდა, მათ შორის მიმდინარეობდა დავა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close