რეგიონები

ბათუმის საკრებულოს წევრი, პოლიტიკური ზეწოლის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით წავიდა

სულ ოთხი წამოვედით, მათ შორის პაატა აციმბა, ლაშა ჩხარტიშვილი და ვანო გაბუნია. პაატა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსია, ლაშაც ასევე სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა. ჩვენ საკრებულოშიც არაერთხელ გავაკეთეთ ამაზე განცხადება, რომ სუს-ი ზეწოლას ახდენდა ჩვენზე, თუმცა მაშინ კონკრეტულ ადამიანებს არ ვასახელებდით. მე ალბათ ვერც ვერაფერს დამაკლებდნენ, მაგრამ ჩემს მეგობრებზე, მათ ოჯახებზე ზეწოლა დაიწყეს, რომ მე გავნეიტრალებულიყავი - ლაშა კილაბერია

ბათუმის საკრებულოს წევრი, ლაშა კილაბერია ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით წავიდა – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.

კილაბერია გამოცემასთან ყვება, რომ გადაწყვეტილება იძულებითი იყო, რადგან სუს-ი, მის მეგობრებზე ზეწოლას ახდენდა და ლაშა კილაბერიას პოლიტიკურად “განეიტრალებას” სთხოვდა.

კილაბერიამ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა.

“სულ ოთხი წამოვედით, მათ შორის პაატა აციმბა, ლაშა ჩხარტიშვილი და ვანო გაბუნია. პაატა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსია, ლაშაც ასევე სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა.

ჩვენ საკრებულოშიც არაერთხელ გავაკეთეთ ამაზე განცხადება, რომ სუს-ი ზეწოლას ახდენდა ჩვენზე, თუმცა მაშინ კონკრეტულ ადამიანებს არ ვასახელებდით.

მე ალბათ ვერც ვერაფერს დამაკლებდნენ, მაგრამ ჩემს მეგობრებზე, მათ ოჯახებზე ზეწოლა დაიწყეს, რომ მე გავნეიტრალებულიყავი და თქვენ იცით ეს რას ნიშნავს”, – თქვა მან “ბათუმელებთან”.

“ბათუმელებთან” საუბრისას, ლაშა კილაბერიძემ აღნიშნა, რომ დავით რიჟვაძის (თორნიკე რიჟვაძის მამა) სახელი მის შემთხვევაში, ისე, როგორც აწგარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის საქმეში,  ფიგურირებდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close