საზოგადოება

ბათუმის ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ერთ-ერთი კოვიდსასტუმროდან ინფიცირებული მამაკაცი გაიქცა, თუმცა იგი ეზოში გასვლისთანავე გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ 49 წლის მამაკაცს სავარაუდოდ, ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა.

„9 სექტემბერს, ბათუმის ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.

პაციენტს კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.

ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება“, – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close