სამართალი

ბადრი ესებუას მამა სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

“კურიერის” ინფორმაციით,  ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, ოჯახის წევრების განცხადებით, ბადრი ესებუა ოჯახში დაბრუნებას დღეს გეგმავდა.

ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, საქმეზე ერთადერთი ბრალდებული ჯერჯერობით ბადრი ესებუაა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close