Slider

„აჭარანეთის” “ფეისბუქ-გვერდმა” ყოვლად სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა” – ბაკურ სვანიძე

ჟურნალისტი და იუმორისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

ვებგვერდ “აჭარანეთის” “ფეისბუქ-გვერდმა” ყოვლად სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა – მათ გამოაქვეყნეს
შსაბამისი ფოტოებით გაფორმებული პოსტები, სადაც
წარწერით “BREAKING NEWVS” (ბილო სიახლეები)
წარმოდგენილი იყო ცნობილი ტელესერიალი “ქაღალდის სახლი” – რომლის ძირითადი თემაა მოძალადეების მიერ
ადამიანების მძევლად აყვანა. ამით, “აჭარანეთ”-მა
“იღადავა” ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალში
შეიარაღებული პირის მიერ მძევლების აყვანაზე.
მოგვიანებით, ამავე “ფბ”-გვერდზე დაიდო კიდევ ერთი
ფოტო ამავე სერიალიდან, რომელზეც სიტყვები
“ლა კასა დელ პაპელ” (ქაღალდის სახლი) დაწერილი
იყო ასო “ლ”-ებთან “სირბილის ნიშნით”, რითაც
ავტორი, აშკარად მეგრულ აქცენტზე მიანიშნებდა…
რამდენად სწორია სიცოცხლის საფრთხის ქვეშ მყოფი
ადამიანების თემაზე “ღადაობა” ეს მკითხველმა
გადაწყვიტოს. ჩვენი მხრიდან, უბრალოდ ვიტყვით,
რომ ქვეყანაში, სადაც “ჯინსების თაობა” უკვე
რამდენიმე თაობის “საკულტო წიგნად” არის ქცეული
და ტერორისტული აქტის მონაწილეებს უტიფრად
მოსავენ “რომანტიკული” საბურველით, ასეთი
დამოკიდებულება ძალადობის აქტების მიმართ,
უკვე, ალბათ, აღარც უნდა იყოს გასაკვირი…
შენიშვნა:- რამდენიმე საათის შემდეგ, “აჭარანეთმა”
ეს სამარცხვინო “ხუმრობა” თავისი საიტიდან აიღო.
როგორც ჩანს, ისინი აზრზე მოიყვანა გვერდის
დამთვალიერებლთა აგრესიულმა კომენტარებმა
ამ უზნეო “ხუმრობის” მიმართ. სამწუხაროდ,
მსგავსი უპასუხისმგებლობა და “ღადავები”
სხვადასხვა მძიმე და მიუღებელ თემებზე ჩვენი
სინამდვილისთვის დიდი ხანია უცხო აღარ არის“ – წერს ბაკურ სვანიძე.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს  ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 6 ადამიანი, ტექსტი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close