პოლიტიკა

აშშ-ს გასული წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ოთხ-ნახევარი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული – სამადაშვილი

„ამერიკის შეერთებულ შტატებს გასული წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ოთხ-ნახევარი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული. აქედან ძალიან დიდი ნაწილი დახარჯულია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. დიდი ნაწილი დახარჯულია ეკონომიკურ პროექტებზე. შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამერიკის დახმარების გარეშე ალბათ ჩვენს სახელმწიფოს აქამდე მოღწევა გაუჭირდებოდა. კობახიძე ღიად და აშკარად თავს ესხმის ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს. შეიძლება, ის არ ხმარობს უცენზურო სიტყვებს, როგორც მისი თანაპარტიელი ზარქუა, მაგრამ შინაარსობრივად კობახიძისა და ზარქუას პოლიტიკურ განწყობაში არანაირი განსხვავება არ არის. მთლიანად „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბებულია როგორც ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიქართული პოლიტიკური ძალა. სენატში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მათ განცხადებებს სწორედ ასე ვკითხულობ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close