საზოგადოება

აქ რატომ არ შემომოტანეთ ტელევიზორი თქვე ახვრებო! – ვის მიმართავს ლალი მოროშკინა?

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა  “ნანუკას ჟორჟოლიანის შოუში” მასა და “პრაიმტაიმის“ მთავარ რედაქტორს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ საკანში გატარებულ დღეებს იხსენებს და ამჟამად ოპოზიციაში მყოფ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს.
„აქ რატომ არ შემომოტანეთ ტელევიზორი თქვე ახვრებო!
“კარმუშკა” ღია დამიტოვეთ დახურულ სივრცეს ვერ ვიტან თქო, და გადამრაზეთ!
ადვოკატი არ შემოუშვით!!!!
ბავშვს სიცხე აქვს და არ დაგარეკინებთო!!!
გახსოვთ, თქვე ნაგვებო!!!!!
სათითაოდ დაგივლით დრო მოვა!
აი მინდა დავივიწყო 2011 წლის ის ზამთრის კოშმარი და ეს სექტანტები ძველ ჭრილობას მიხსნიან!“ – წერს ლალი მოროშკინა.
ლალი მოროშკინას 2011 წლის დეკემბერში 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მოროშკინას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წაუყენეს და ორი კვირა საპატიმროში გაატარა.
May be an image of შიგნით
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close