სხვადასხვა

ასპირინს შეუძლია კოვიდით ინფიცირებულის მდგომარეობის გართულებისა და გარდაცვალების რისკი შეამციროს – ჯო­ნა­თან ჩოუ

ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ­მა და იაფ­მა წა­მალ­მა, ას­პი­რინ­მა, შე­საძ­ლოა, შე­ამ­ცი­როს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შან­სი, ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა და შე­ამ­ცი­როს აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის რის­კი. მეც­ნი­ე­რე­ბი ყო­ვე­ლი­ვეს კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით აცხა­დე­ბენ და აღ­ნიშ­ნულ წა­მალს იმე­დის­მომ­ცემს უწო­დე­ბენ.

სა­უ­ბა­რია ას­პი­რი­ნის ძა­ლი­ან მცი­რე დო­ზა­ზე. მკვლე­ვარ­თა თქმით, ყო­ვე­ლი­ვე სა­ვა­რა­უ­დოდ, იმას უკავ­შირ­დე­ბა რომ პრე­პა­რა­ტი სის­ხლის შე­დე­დე­ბას უშ­ლის ხელს. კვლე­ვის შე­დე­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ჟურ­ნალ­ში Anesthesia & Analgesia.

ზო­გა­დად, ას­პი­რი­ნის მცი­რე დო­ზით მი­ღე­ბას ხში­რად ურ­ჩე­ვენ გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს იმის­თვის, რომ თავი აა­რი­დონ სის­ხლის შე­დე­დე­ბას და თრომ­ბის წარ­მოქ­მნას.

„მი­ზე­ზი, რომ­ლის გა­მოც და­ვი­წყეთ ას­პი­რი­ნის, რო­გორც კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლის შეს­წავ­ლა. ის იყო, რომ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ შემ­დე­გი – კო­ვი­დინ­ფიც­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ თრომ­ბო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი“, – ამ­ბობს CNN-თან ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ექი­მი ჯო­ნა­თან ჩოუ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ყო­ვე­ლი­ვეს გამო, მეც­ნი­ე­რებ­მა იფიქ­რეს, რომ შე­საძ­ლოა ან­ტით­რომ­ბო­ცი­ტა­რუ­ლი აგენ­ტი სა­სარ­გებ­ლო ყო­ფი­ლი­ყო:

“ვი­ფიქ­რეთ, რომ ან­ტით­რომ­ბო­ცი­ტა­რუ­ლი აგენ­ტი, ან სის­ხლის გა­მა­თხე­ლე­ბე­ლი, ისე­თი, რო­გო­რიც არის ას­პი­რი­ნი შე­საძ­ლოა, სა­სარ­გებ­ლო აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო კო­ვი­დის წი­ნა­აღ­მდეგ“, – ამ­ბობს ექი­მი.

მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა შე­ის­წავ­ლა 412 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა 2020 წლის მარ­ტი­დან ივ­ლი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში. მათი და­ახ­ლო­ე­ბით 24% იღებ­და ას­პი­რინს. მკვლე­ვა­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ას­პი­რი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა 43%-ით ამ­ცი­რებ­და ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბას და 47%-ით ამ­ცი­რებ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის რისკს.

აღ­ნიშ­ნულ პრე­პა­რატ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტარ­და კი­დევ ერთი კვლე­ვა და შე­დე­გი მსგავ­სი იყო. კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ PLOS One-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ კო­ვიდ ინ­ფი­ცი­რე­ბულ 30 000-ზე მეტ ასა­კო­ვან ადა­მი­ანს. აღ­მოჩ­ნდა, რომ იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც ას­პი­რინს იღებ­დნენ, ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბი რის­კი არ­სე­ბობ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის და ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბის.

შე­ნიშ­ვნა: ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­რე­შე, თვით­ნე­ბუ­რად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლია კვლე­ვე­ბი, ას­პი­რი­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტი. ჯერ კი­დევ სა­ჭი­როა სა­კი­თხის და­მა­ტე­ბით შეს­წავ­ლა.

წყარო: ambebi.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close