საზოგადოება

„არ ჩახვიდეთ საქართველოში, ჩაშუშულის ჭამა სახლშიც შეგვიძლია“ – პიოტრ ტოლსტოი

სახელმწიფო დუმის დეპუტატი პიოტრ ტოლსტოი საქართველოში ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერის ვიზიტისას განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ის რუსებს მოუწოდებს, საქართველოში ჩამოსვლისგან თავი შეიკავონ, რადგან ქართული კერძების ჭამა რუსეთშიც შესაძლებელია.

„არ ჩახვიდეთ საქართველოში. ჩაშუშულის ჭამა სახლშიც შეგვიძლია, ჩვენ მრავალი ქართული რესტორანი გვაქვს მოსკოვში, ამისთვის სხვაგან წასვლა საჭირო არ არის. დარწმუნებული ვარ, ვლადიმირ პოზნერი ქართულ სამზარეულოს აქაც დააგემოვნებს“, – აღნიშნა პიოტრ ტოლსტოიმ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close