სამართალი

„არ თქვა ხმამაღლა ეგი, არ შეიძლება“ – პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვა სავარაუდოდ ტელეფონზე საუბრობს.

აუდიოჩანაწერში ილიჩოვა მამაკაცს ესაუბრება, რომლის ვინაობაც უცნობია. ჩანაწერში ილიჩოვა ამბობს, წინასწარ რომ სცოდნოდა, კომპიუტერს სახლიდან გაიტანდა.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერი დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზეა მომზადებული.

საქართველოს პირველი არხი გამოქვეყნებული ჩანაწერის დიალოგს უცვლელად გთავაზობთ.

„ნატალია ილიჩოვა – მე რომ წინასწარ მცოდნოდა, სახლის კომპიუტერს გამოვიტანდი სახლიდან, მე შემეძლო ეს გამეკეთებინა ხომ?

მამაკაცი – არ თქვა, არ თქვა ხმამაღლა ეგ, არ შეიძლება;

ნატალია ილიჩოვა – იქ ძალიან ბევრი საარქივო მასალა იყო, ძალიან ბევრი;

მამაკაცი – იქ არის ისეთი რამე, არ ვიცი რომ, ვინმემ ნახა?;

ნატალია ილიჩოვა – იქ არის აზრები, იქ არის მოსაზრებები

მამაკაცი – ვისი აზრები, მოსაზრებები?“

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ფარული ვიდეო და აუდიო მასალა გაავრცელა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად საქალაქო სასამართლოს გადაეცა.

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close