პოლიტიკა

არ არსებობს ბიძინა ივანიშვილს რაიმე საქმეს აკეთებდეს და „მარქაფა“ პროექტი არ ჰქონდეს, პერსონები გადანახული ჰყავს – სანიკიძე

„ღარიბაშვილი მისთვის უკეთეს შემთხვევაში გადაყენებული იქნება, უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა, პასუხისგებაში იყოს მიცემული. ქვეყნის მოღალატეა, ქვეყანა რუსეთისკენ მიაბრუნა. მგონია, რომ ღარიბაშვილი იქნება ის პერსონა, რომელსაც მომდევნო ხელისუფლება გაასამართლებს. ბიძინა ივანიშვილი ამ მთავრობით არჩევნებში გასვლას არ აპირებს, გარანტირებული წაგება აქვს.

ჩვენ ვნახავთ სურათს, როდესაც გასაბერი კამერებით გადაცურავენ რუსები ქერჩის ყურეს. ამას ძალიან მალე ვიხილავთ. ყირიმის დაკარგვას შეეწირება ვლადიმერ პუტინი. სისტემური პრობლემებია, არც „ფე-ეს-ბე“ მუშაობს, არც არმია, არც თვითმმართველობა. ღარიბაშვილი და პუტინი რაღაცას მოაბამენ თავს?! ახალ რეალობაში, ღარიბაშვილს მანევრი აღარ დარჩება. ბიძინა გამოვა უკრაინის დროშით, უკან ექნება ზელენსკის სურათი და დაგმობს ღარიბაშვილს, ამ ხელისუფლებას. ახალ პოლიტიკურ გუნდს შექმნის, ქმნის უკვე, ეს არის: სერგეენკო, ყიფიანი, კუჭავა და კიდევ ვიღაცები. არ არსებობს ბიძინა ივანიშვილს რაიმე საქმეს აკეთებდეს და „მარქაფა“ პროექტი არ ჰქონდეს, პერსონები გადანახული ჰყავს“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close