საზოგადოება

არც მე მევასებით ელიტის უდიდესი ნაწილი, გაითვალისწინეთ – ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძნებლი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

“შანტაჟის ტონს რომ ვგრძნობ, პირიქით ვიწყებ მოქცევას და გაითვალისწინეთ, მერე ნაწყენები რომ არ იყოთ.
ანუ ჩემს საქციელში საერთოდ არაფერი შეიცვლება და მაინც ისე იქნება, როგორც ჩვენ ვიძახით – კანონზომიერია და იმიტომ.
რასაც ვიტყვი გავაკეთებ. სიმართლეს გეტყვით, არ მოგატყუებთ, ზურგს უკან არაფერს დავხლართავ – იგივე შემიძლია ვთქვა გუნდზე, რომელსაც წარმოვადგენ (ტაბულა, ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, ვესი).
ყველაფერში და ყოველთვის დავიცავ შეთანხმებას.
მაგრამ აი ეგო მფხანე, თორემ არ დაგელაპარაკებიზე, მაგ ეგოს თავში გირტყამთ და ბოლოს მაინც მე ვილაპარაკებ. (ეგო რომ ფიზიკურად არ არსებობს და თავში ვერავის ჩაარტყამ ფიზიკურად – ეგებ გაითვალისწინოს ფეისბუქმა და არ დამბლოკოს).
ჩემ გამო არ ხართ ამ საქმეში – საკუთარი თავების გამო ხართ და თუ შედეგი გინდათ, პატივმოყვარეობა სახლში დატოვეთ, საკუთარი ცოდნა ადეკვატურად შეაფასეთ, თქვენზე გამოცდილს და გონიერს მოუსმინეთ და შედეგის ინტერესებში იმოქმედეთ.
არც მე მევასებით ელიტის უდიდესი ნაწილი, გაითვალისწინეთ – საქმის გამო გელაპარაკებით, თუ გელაპარაკებით”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close