მსოფლიო

არჩევნების შედეგების ნაჩქარევად გამოცხადების მცდელობა ეროვნული ნების უზურპაციას ნიშნავს – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, არჩევნების შედეგების ნაჩქარევი გამოცხადება ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ წასვლაა. ამის შესახებ პრეზიდენტმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გავრცელებულ პირველ კომენტარში დაწერა.

“არჩევნები პოზიტიურ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შედეგების ნაჩქარევად გამოცხადების მცდელობა ეროვნული ნების უზურპაციას ნიშნავს”. – წერს Twitter-ზე ერდოღანი.

როგორც ჩანს, ერდოღანის შენიშვნის ადრესატი მისი მთავარი კონკურენტი, ქემალ ქილიჩდაროღლუა, რომელმაც რამდენიმე საათის წინ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ერდოღანზე უკეთესი შედეგი ჰქონდა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close