საზოგადოება

„ყველა უსაფრთხოდ მიიყვანე და წახვედი.. სულ წახვედი“ – კოლეგები და ახლობლები სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს ემშვიდობებიან

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი, ფიქრია შიომღვდლიშვილი კოლეგის, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის, სოსო კვინიკაძის შესახებ წერს, რომელსაც პაციენტის სტაციონარში მიყვანის შემდეგ გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

„გამორჩეულად პროფესიონალი იყავი და ასეც დაასრულე… მშვიდად, უსაფრთხოდ მიიყვანე ყველა დანიშნულების ადგილას და მერე წახვედი, სულ წახვედი…
არსებობს ღირსეული სიცოცხლე და ასე იცოცხლე… იშვიათად, მაგრამ ასევე არსებობს ღირსეული გარდაცვალება და შენ ესეც შეძელი…
აზრი არ აქვს აღარაფრის დამატებას, უბრალოდ, მშვიდობით სოსო, ჩვენო დიდო ტკივილო და ძვირფასო მეგობარო…“

გარდაცვლილის კიდევ ერთი ახლობელი წერს:

„კოლეგები და პაციენტი მშვიდობიანად მოიყვანა სტაციონარამდე, შემდეგ კი თვითონ მარადიულობაში გადასახლდა… უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close