მსოფლიო

არესტოვიჩი თანამდებობიდან გადადგა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი, გადადგა – განცხადება ომში მყოფი ქვეყნის მაღალჩინოსანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

არისტოვიჩის თანამდებობიდან გადადგომის ცნობებს უკრაინული მედიაც ადასტურებს.

“დავწერე განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. მინდა ვაჩვენო ცივილიზებული ქცევის მაგალითი. პრინციპული შეცდომა – ნიშნავს გადადგომას”, – წერს არესტოვიჩი.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი სკანდალში რამდენიმე დღის წინ გაეხვა, როცა  თქვა, რომ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ რუსული Х-22 რაკეტის ჩამოგდებამ გამოიწვია. ამ განცხადების გამო არისტოვიჩს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.

რადას დეპუტატებმა მისი თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close