Sliderპოლიტიკა

“რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას” – კალაძემ მელიასთან დებატებზე უარი თქვა

"მელია დებატებიდან გარბის, სტუდიაში ხულიგნობს და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები?"

რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის. მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება. მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები. მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას ღია დებატებში მონაწილეობაზე. 

„კოალიციური პროგრამა და მრავალპარტიული გუნდი თბილისის სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება.

ამის შესახებ ხვალ დეტალურად ვისაუბრებთ. იქნება ეს 100 – ლარიანი დანამატი პენსიაზე, თუ უფასო კვების პროგრამა თბილისის საშუალო სკოლებისთვის, ქალაქის ეკონომიკური განვითარება ან ინფრასტრუქტურა. ყველაფერი რაც გაცხადდა და ბევრად მეტი დეტალურად ხვალ.

ამის პასუხად, თბილისის მოქმედი მერი, თბილისის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ბოლომდე გადაეშვა ზიზღის კამპანიაში, რაც ძალიან სამწუხაროა.

ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს. საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმების და მათი პრობლემების გადაჭრის გზები!

ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში – არა დადგმულ, არამედ რეალურ დებატებში – პირისპირ! ზიზღისა და შეურაცხყოფების გარეშე, ვისაუბროთ ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც პოლიტიკაზე მეტია!“, – დაწერა  ნიკა მელია ფეისბუქში.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველი ტურის წინ მელია დებატებიდან პროტესტის გამოხატვის მოტივით გაიქცა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close