Sliderსამართალი

“არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის და ისე დაარქვეს, პიარისთვის” – სააკაშვილი

"მართლა ხომ არ ბნელა ხალხო?!"

მიხეილ სააკაშვილმა მის მიმართ წაყენებულ მძიმე ბრალდებებზე დღეს პირველად ისაუბრა.

მან სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებას “ტრაგედია უწოდა”. სააკაშვილის განცხადებით, საქმეს აღნიშნული სახელწოდება პიარის გამო დაარქვეს.

“მართლა ხომ არ ბნელა ხალხო?!” – მიმართა პროკურორებს სააკაშვილმა.

“ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას,  პრეზიდენტის მიერ შეწყალებას. ე.წ. გირგვლიანის საქმე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის და ისე დაარქვეს, პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი”- თქვა სააკაშვილმა.

ამასთან მისი თქმით, მის მიერ ამნისტირებული ერთ-ერთი სამართალდამცავი მონაწილეობდა გლდანის ციხეში პრეზიდენტის გადაყვანაში.

“ჩემ მიერ ამნისტირებული სამართალდამცავი თმით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში”- აღნიშნა ბრალდებულმა.

სააკაშვილი ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები მოსამართლეებმა გაანთავისუფლეს და ამ მოსამართლეებიდან ერთ-ერთი მას ე.წ. პიჯაკების საქმეზე ასამართლებს.

008 წლის ომის შემდეგ მოხდა ამნისტია სამხედროების, 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი გავიგე თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემ მიერ ამნისტირებული. ოღონდ, ამნისტია კი არ მოხდა, მოხდა ორჯერ შემცირება საპატიმრო ვადის. იქიდან გავიდა ექვსი თვე და ორმა სხვადსხვა მოსამართლემ გამოუშვა ესენი უდოთი და აქედან ერთი ახლა მე მასამართლებს პიჯაკების – განაცხადა  სააკაშვილმა. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close