სამართალი

არამიზნობრივად დახარჯული თანხები რაგბის კავშირის ბიუჯეტიდან – გოჩა სვანაძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება

არამიზნობრივად დახარჯული თანხები რაგბის კავშირის ბიუჯეტიდან – ამ საქმეს პროკურატურა იძიებს. ამ წუთებში გამოძიების მთავარი მოწმე გოჩა სვანაძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება.

გაერთიანების ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც შესწავლილი დოკუმენტებით გაირკვა, რომ ფული დახარჯულია, საქმე კი ვერ გაკეთდა.

გოჩა სვანიძე არ გამორიცხავს რომ ის, დააკავონ.

“საერთოდ არაფერს გამოვრიცხავ, ლოგიკურად და სამართლებრივად ყველაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის იმასაც, რომ აქამდე რატომ არ დამიძახეს, ფაქტია რომ ერთი წელი ისე გავიდა. ფაქტია, რომ კლუბების განცხადების მერე, რომლითაც პროკურატურას მიმართეს და მე ჩამაყენეს საქმის კურსში, რომ თუ რამე ეჭვები არსებობდა, ადამიანურად გაიგეთ, რომ ასე არ არის. ჩემი ვარაუდით უკავშირდება ალბათ ხვალინდელ საჯარო რეესტრის განხილვას,” – განაცხადა გოჩა სვანიძემ.

საქმის პროკურორის პაპუნა კერესელიძის თქმით, საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის კანონიერების და ასევე უძრავი ქონებების გასხვისების საკითზებზე:

“აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს 2020 წლის მარტიდან. საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის კანონიერების საკითხზე, ასევე უძრავი ქონებების გასხვისების საკითხზე,” – განაცხადა პროკურორმა.

რუსთავი 2

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close