პოლიტიკა

ანდრეი პიონტკოვსკის განცხადებაში მეორე ფრონტი მეტაფორულად არის ნახსენები – გოცირიძე

ანდრეი პიონტკოვსკის განცხადებაში მეორე ფრონტი მეტაფორულად არის ნახსენები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ანდრეი პიონტკოვსკის განცხადებაში მეორე ფრონტი მეტაფორულად არის ნახსენები. აქ პირდაპირ საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილს აქვს უზურპირებული და დადგა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესების დრო“,- აღნიშნა გოცირიძემ.

რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ ტელეკომპანია „უკრაინა 24“ ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ერმაკ-მაკფოლის ჯგუფზე, რომელიც სანქციებზე მუშაობს და უკრაინელ ჟურნალისტებს ეძლევათ საშუალება, უკარნახონ ერმაკს. პიონტკოვსკის თქმით, ამაზე წერდნენ არესტოვიჩი და არახამიაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close