საზოგადოება

„ამ ეტაპზე სკოლები უფრო მნიშვნელოვანია“ – კერძო და საჯარო ბაღები ჯერჯერობით, არ იხსნება

ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება, 15 თებერვლიდან იხსნება სკოლები, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება გაიხსნას ყველაფერი ერთად და შემსუბუქება ხდება იმის მიხედვით, რომელი სეგმენტია უფრო მნიშვნელოვანი.

„ეპიდემიოლოგიური ვითარების ანაბაა, როდესაც დამატებითი მობილობა იქმნება სადღაც, ეს არ შეიძლება გაკეთდეს ერთდროულად, არ შეიძლება გაიხსნას ყველაფერი ერთად. ჩვენ ამ შემსუბუქების გეგმის ფარგლებში ვუყურებთ იმას, თუ რომელი სეგმენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი და ამიტომ ალბათ შევთანხმდებით, რომ სკოლები უფრო მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ვიდრე ბაღები და ბაღების ჯერიც აუცილებლად დადგება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close