პოლიტიკა

ამნისტია ყველა ფიგურანტზე გავრცელდება, მათ შორის პოლიციელებზეც – ირაკლი ქადაგიშვილი

ამნისტიის პროექტის პარლამენტში ინიცირებამდე, პოლიტიკური პარტიები სავარაუდოდ, ევროკავშირის ოფისში დღესაც შეიკრიბებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ისეთ მუხლებზე, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ზიანის მიყენებას ეხება.

მმართველ გუნდის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების ტექსტში საუბარია, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის ყველა ფიგურანტზე უნდა გავრცელდეს.

როგორც, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, იმ პირებზე ვისი საქმეც მუხლობრივად – არაადამიანურ მოპყრობას შეიცავს, ამნისტია არ გავრცელდება, თუმცა მისი განმარტებით, 20 ივნისის ფიგურანტებს შორის მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება.

“შეთანხმების ტექსტში საუბარია, რომ ყველა ფიგურანტზე უნდა გავრცელდეს ამნისტიის აქტი. ამიტომ ეს ყველა ფიგურანტზე გავრცელდება, მათ შორის პოლიციელზეც.

როდესაც არგუმენტად მოყვანილი იყო, რომ როცა არის არაადამიანურ მოპყრობაზე საუბარი, რომელიც საერთაშორისო კონვენციით არ რეგულირდება, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაზე არ გავრცელდება, მაგრამ ამ მოცემულ სიტუაციაში, ჩვენ ასეთი ფაქტი არ გვაქვს,”- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close