პოლიტიკა

“ამაყი ვარ იმით, რომ თბილისს გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ყოველდღიური მუშაობა დაეტყო” – თბილისის მერი

მერიის მიღწევები თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის შრომის და ძალისხმევის დამსახურებაა

არ დავმალავ, ამაყი ვარ იმით, რომ თბილისს გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ყოველდღიური მუშაობა დაეტყო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

კახა კალაძემ ისაუბრა იმ პროექტებსა და მიღწევებზე, რაც თბილისის მერიის მიერ ბოლო წლებში განხორციელდა.

„მინდა გამოვყო განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აღდგენილი თუ რეაბილიტირებული პარკები და სკვერები, გამწვანებული ქუჩები და გზაგამყოფები, ახალი საბავშვო ბაღები, რეაბილიტირებული ხიდები და გვირაბები, რესტავრირებული ისტორიული შენობები, გაცოცხლებული ორბელიანის და გუდიაშვილის მოედნები, განახლებული, სრულიად რეაბილიტირებული გამზირები და ქუჩები, მოწესრიგებული კომუნიკაციები და ასფალტის საფარი 1000-მდე ქუჩაზე, მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობები; სპორტული მოედნები, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია, სოციალური და ჯანდაცვის ახალი პროგრამები, ასევე, სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა, დაახლოებით, 7 000-მდე სოციალურად დაუცველ ახალგაზრდას ვეხმარებით განათლების მიღებაში, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წლობით დაუკანონებელი ქონების რეგისტრაციის საკითხი, გაჩერებული, უიმედო მშენებლობებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც 10 000-მდე ოჯახს ეს ბედნიერება და სიხარული მივანიჭეთ, მაგალითად, „ცენტრ პოინტის“, სამშენებლო კომპანია „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „აქსისის“ და ა.შ. მიერ დაზარალებულებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე გაკეთდა ეს დამსახურებაა თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის შრომის და ძალისხმევის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close