Sliderმსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტის დეტალები

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ აფხაზური მედია იუწყება.

ლუკაშენკო ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკზე იმყოფება.

ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტს აფხაზეთის ე.წ. საგარეო სამინისტრო ადასტურებს. მათი ინფორმაციით, ლუკაშენკო სოხუმის დეფაქტო ლიდერს ასლან ბჟანიას შეხვდება და ისინი ორმხრივი თანამშრომლობის, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის, საერთაშორისო სიტუაციისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

აქამდე ლუკაშენკო აფხაზეთში არ ჩასულა და ის სოხუმის და ცხინვალის „დამოუკიდებლობის“ აღიარებაზე უარს აცხადებდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close