Sliderმსოფლიო

აზოვის პოლკის მებრძოლები რუს ტყვეებში არ უნდა გაცვალონ – ვიაჩესლავ ვოლოდინი

ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ - რუსეთის დუმის სპიკერი

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, აზოვის პოლკის მებრძოლები რუს ტყვეებში არ უნდა გაცვალონ. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომის დროს თქვა.

მან დეპუტატებისგან შესაბამისი დადგენილების მომზადება მოითხოვა.

“ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ”, – თქვა ვოლოდინმა.

დუმაში “ნაცისტი დამნაშავეები” უწოდეს აზოვის მებრძოლებს, რომლებიც ორ თვეზე მეტია მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე არიან გამაგრებულნი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 16 მაისს აზოვსტალიდან 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211- კი ოლენივკიში.

გენშტაბის ინფორმაციით, ოლენივკიში მოხდება ტყვეების გაცვლა, საიდანაც შემდეგ უკრაინელ სამხედროებს კიევის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close