მსოფლიო

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესაძლოა, თურქეთის სამხედრო ბაზა აშენდეს

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ შესაძლოა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ბაზა აშენდეს.

მისივე თქმით, ეს იქნება ნაწილი შეთანხმებისა, რომელსაც აზერბაიჯანმა და თურქეთმა ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ფარგლებში, შუშაში მოეწერა ხელი. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართება ვლადიმერ პუტინთანაც.

ერდოღანი აპირებს სამხედრო ბაზის მშენებლობის საკითხი მეზობელ ქვეყნებთან, კონკრეტულად კი რუსეთთან შეათანხმოს.

რუსთავი 2

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close