მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას განჯის დაბომბვის შესახებ სომხეთი უარყოფს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმიამ ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტა „სკადით“ მიიტანა იერიში.
ბაქოში აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველებსა და სამხედროებს ნანგრევებიდან დაშავებულები გამოჰყავთ. დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქი განჯა სომხეთის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტებით დაიბომბა.
აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის არმიის მიერ ქალაქ მინგეჩაურის სარაკეტო დაბომბვის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ ოფიციალური ბაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ განჯასა და მინგეჩაურზე სომხეთის არმიამ სარაკეტო იერიში განახორციელა. შესაბამისი განცხადება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა, შუშამ სტეპანიანმა სოციალურ ქსელის საშუალებით გააკეთა.
„აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური უწყების საპასუხოდ აღვნიშნავთ, რომ არც სომხეთის ტერიტორიიდან და არც სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლი არ გახსნილა”, – წერს სტეფანიანი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close