სამართალი

ავჭალაში მოკლული ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატი გარდაცვლილის კრიმინალთან კავშირს უარყოფს

ავჭალაში  მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი გარდაცვლილის კრიმინალთან კავშირს უარყოფს. მისი თქმით, მას არც ციხის ბუნტთან და არც დეპუტატის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობასთან შეხება არ ჰქონია და ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული. ოჯახის უფლებადამცველი ასევე უარყოფს გავრცელებულ ვერსიას იმის შესახებაც, რომ გარდაცვლილს მანქანაში იარაღი ჰქონდა.

„გუშინ გავრცელებული ვერსიები აბსოლუტურად გამორიცხულია. მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მას ჩხუბი, დაპირისპირება არავისთან ჰქონია. კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი არ ყოფილა, ეს დეზინფორმაციაა. როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაციონალების“ დროს, ციხის ბუნტში რაიმე სახით მონაწილეობა მიეღო და ბრალი არ წაეყენებინათ? ეს ხომ გამორიცხულია. ოჯახი შექმნა, სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ოჯახის ბიზნესი ჰქონდა, დღედღეზე მაღაზიის გახსნასაც აპირებდა, ბოლოს სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა. მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანმა სასჯელი მოიხადა, კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირება არ შეიძლება. ეს ყველაფერი დაუზუსტებელი ფაქტია“, – აცხადებს წულეისკირი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close