პოლიტიკა

ავიცრათ, ავცრათ ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია – პრემიერი

ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო პერიოდში ეპიდსიტუაციას. დაწყებული არის მორიგი დაინფიცირების ახალი ტალღის აღმასვლა, რაც ახალი შტამის, „ომიკრონით“ და სადღესასწაულო დღეებში საახალწლო შეკრებების და ზამთრის საკურორტო ზონებში გაზრდილი მობილობით არის გამოწვეული, – განაცხადა პერმიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„კიდევ ერთხელ მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, რომ ავიცრათ, ავცრათ ჩვენი ახლობლები, მეგობრები, მშობლები, ოჯახის წევრები. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეს უნდა იყოს ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა.
ვაქცინები გვაქვს ადგილზე, ამას გარდა, ჩვენ უკვე დავუკვეთეთ სამკურნალო მედიკამენტებიც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close