საზოგადოება

„ავიღე რუსული წიწიბურა, უკრაინულ ზეთში მოვშუშე იორდანიული სტაფილო და თურქული ხახვი, შევაზავე უკრაინული მარილით..“

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

„სამარხვოდ კერძის გაკეთება გადავწყვიტე.

ავიღე რუსული წიწიბურა, თურქული ონკანიდან გერმანულ ქვაბში ჩავასხი CVP- ს კუთვნილი არაგვის წყალი, გერმანულ გაზქურაში აზერბაიჯანული გაზი ავანთე და გერმანული ქვაბი დავადგი გერმანულ ტაფაზე, უკრაინულ ზეთში მოვშუშე იორდანიული სტაფილო და თურქული ხახვი, შემდეგ შევაზავე უკრაინული მარილით, ვიეტნამში მოყვანილი და უკრაინაში დაფქული შავი პილპილითა და კარგი ჩინური ნიორით.
მომზადებული კერძი რუსული ჩაფჩით თურქულ თეფშზე გადმოვიღე, ჩანგალი რუსულია თუ თურქული, არ ვიცი, ვერ მოგატყუებთ.
მომზადების პროცესში ვუსმენდი რადიოს, სადაც რომელიღაც ექსპერტი ქართული ეკონომიკის პერსპექტივებზე საუბრობდა.
გაზაფხულის მზე ჩვეულებისამებრ ვარდთა ნეხვთა სწორად მოეფინებოდა და საფუძვლიანი ეჭვი გამიჩნდა, რომ სრულიად არ აინტერესებდა მასზე მილიონჯერ მცირე პლანეტაზე დასახლებული უცნაური არსებების წუხილი სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“ – წერს სოსო მანჯავიძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close