საზოგადოება

“ადეიშვილის ეპოქის პროკურატურის მაღალჩინოსანი კიდევ ოთხი წელი პარლამენტში უნდა იყოს და ზურაბაშვილი 14 წლით ციხეში უნდა ჩასვან?” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” ფილიალზე თავდამსხმელი, ლევან ზურაბაშვილისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

„ოთხი წელია პარლამენტში ზის, კიდევ ოთხი წელი უნდა იჯდეს, ადეიშვილის ეპოქაში პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც აქვს დაარსებული, მისი შვილი, სახელად კნიაზი, სამორინე-ტოტალიზატორ “კრისტალბეთის” მეწილეა …

მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი ბიოგრაფიისა, ვინმე ისკო დასენს პარლამენტში ხმა არ ამოუღია, სახეზე არ ვიცნობთ, მისი ინიცირებული და საჯარო დებატებში დაცული კანონი არ გვინახავს. შეიძლება არც არსებობს, ქართულ-ქურთული მითოსის ან ლეგენდის ნაწილია …
ლევან ზურაბაშვილი 14 წლით უნდა ჩასვან ციხეში, ისკო დასენი 8 წლით უნდა იყოს პარლამენტარი?! (შეიძლება მეტიც შეძლოს).
ასეთი ეთიკისა და კულტურის ქვეყანაში ვცხოვრობთ.
გილოცავთ!”, – წერს ლევან ლორთქიფანიძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close