საზოგადოება

ადგილმონაცვლეობის გაკეთება შეუძლებელია – კალაძე მუხიანში, გობრონიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, მუხიანში, გობრონიძის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსები სავარაუდოდ, მაინც აშენდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ადგილმონაცვლეობის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ძვირად ღირებული პროექტია და მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა მუნიციპალიტეტს არ აქვს.

მისივე თქმით, ინვესტორი კომპანიას განაშენიანების გეგმა შეაცვლევინეს და ტერიტორიაზე სპორტული მოედნები და საცურაო აუზი განთავსდებდა.

„ადგილმონაცვლეობის გაკეთება შეუძლებელია. ეს ძალიან ძვირად ღირებული პროექტია. მუნიციპალიტეტს ამის შესაძლებლობა არ აქვს. რაც შეეხება სტადიონებს – ჩვენ გვქონდა შეხვედრა ინვესტორ კომპანიასთან და მას არსებული განაშენიანების რეგულირების გეგმა შევაცვლევინეთ, სადაც სპორტული სტადიონების, საცურაო აუზის განთავსების გათვალისწინება მოხდა, რომელიც მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოეცემა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხალხს მოემსახურება. გარდა ამისა, ჩვენ ვეძებთ კონკრეტულ სივრცეებს, სადაც შესაძლებელია ახალი პარკების და სკვერის გაკეთება მუხიანის ამ მიმდებარე ტერიტორიაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, მუხიანში, გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლები მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებდნენ და მის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close