ეკონომიკა

ადამიანები, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, 1200-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებენ

ადამიანები, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, 1200-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, პროგრამა 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება და მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში 200-200 ლარს მიიღებენ.

„წინა ტალღის პერიოდში ამ დახმარებით ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამჯერადაც დაახლოებით იგივე ციფრი იქნება“, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close