მსოფლიო

ჰიპოთეზა, რომ პოლონეთში შესაძლოა, არა რუსული, არამედ უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა, საქმის არსს მცირედით ცვლის, მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება რუსეთს – იტალიის პრემიერი

ჰიპოთეზა, რომ პოლონეთში შესაძლოა, არა რუსული რაკეტა, არამედ უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა ჩამოვარდა, ჩვენი შეხედულებით, საქმის არსს ძალიან მცირედით ცვლის, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება რუსეთს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა.

„რუსეთი სისტემატურად ანადგურებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით. ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ სასაზღვრო ტერიტორიის დაბომბვისას შესაძლოა, დარტყმა განხორციელდეს პოლონეთის ტერიტორიაზე, აშკარად რისკია, რაც რუსებმაც კარგად იციან. ასე რომ, მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება რუსეთს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც სამოქალაქო ობიექტების დანაშაულებრივი დაბომბვის შეჩერებას ცდილობდა“, – განაცხადა ჯორჯია მელონმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close