“ჯერ ვალი გადაიხადე და მერე ქველმოქმედება, ბატონო ბიძინა”
მე ის კაცი არ ვარ რო ოჯახის საიდუმლეობა გარეთ გამოვიტანო ჯერჯერობით და იძულებულს ნუ გამხდით რო სახალხოდ გამოვიდე და ვთქვა სიმართლე - რეზო შავლიძე
სოციალურ ქსელში, გვერდზე, Bidzina Ivanishvili & Media, რეზო შავლიძე, რომელსაც მითითებული აქვს, რომ ქალაქ ბათუმის მერის თანამშრომელია, წერს:
“ჯერ ვალი გადაიხადე და მერე ქველმოქმედება. ბატონო ბიძინა მე ვარ თქვენი პარტის წევრი 2011 წლიდან დღემდე და არც ვაპირებ სხვა პარტიაში გადახტომას, ჩემი ვალი დამიბრუნე თუ არ იცი რა ვალზეა საუბარი მოიკითხე კარგად და გეტყვიან, თუ არ გითხრეს მე გეტყვი ბათუმის გრანდ მოლზეა საუბარი, მე ის კაცი არ ვარ რო ოჯახის საიდუმლეობა გარეთ გამოვიტანო ჯერჯერობით და იძულებულს ნუ გამხდით რო სახალხოდ გამოვიდე და ვთქვა სიმართლე, რომელიც ეს ეშმაკური სიმართლე არ მოეწონება მოსახლეობას ქველმოქმედ ადამიანისგან. თქვენსავით მიყვარს ჩემი ოჯახი და ჯოჯოხეთად მიქციეთ მე კიბო გამიჩინეთ და სამკურნალო თანხაც არ მომეცით. ასეთი ფული ოჯახში როგორ შეგაქვთ ღმერთი დაგსჯის იცოდე აუცილებლად.
სამათხოვროდ არ ვწერ ამ მოკლე შინარსს მომეცით ჩემი…………….. ყოველთვის მჯეროდა მაგრამ სანამ ვალს არ გადამიხდის არაფერი აღარ მჯერა. არ მინდა აქ გაფართოვებლად დავწერო ყველაფერი. დეტალებზე ტელევიზიაში გავაშუქებთ”.