საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო ჩინური ვაქცინის შემოტანას კატეგორიულად არ განიხილავს – ეკატერინე ტიკარაძე

ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ჩინურ ვაქცინას ჯერჯერობით საკმარისი სანდოობა არ აქვს.

„რაც შეხება ვაქცინებს, ჩვენ ცალსახად ვსაუბრობთ „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე, ჩინურ ვაქცინას ამ პერიოდისთვის არ აქვს საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close