Slider

ხმა უფლის, მისი მადლი გარდამოდის ხალხზე და ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან – საქართველოს პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოქალაქეებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ნათლისღება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს.

„გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ნათლისღება ქრისტესი უდიდესი დღესასწულია ქრისტიანულ სამყაროში. იკურთხება წყალი, ნაკურთხი წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში. ნათლისღება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა. ნათლისღება არის წმინდა სამების დღესასწაული. ხმა უფლის, მისი მადლი გარდამოდის ხალხზე და ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან. ადამიანების წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველას ამ განსაცდელისგან“, – აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქის თქმით, მოხარულია, რომ სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან პრემიერს მადლობა გადაუხადა და უფლის მფარველობა უსურვა.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ წირვას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მადლობელი ვართ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლი ღვთისა და წყალობა გფარავდეთ თქვენ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button