Sliderსაზოგადოება

“ხვალ ჯარში მივდივარ!თუმცა არ ვიცი, რა ჰქვია ამას, წარსულში დაბრუნება თუ დაბრუნება წარსულიდან”

“ხვალ ჯარში მივდივარ…
კაცმა რომ მკითხოს, რატომო, პასუხი ბევრია. რაც შეგნებული ცხოვრება დავიწყე, ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს სახელმწიფოს ინტერესებისაგან განკერძოებით. მერგო პატივი და მონაწილეობა მივიღე ჩემი ქვეყნის ერთიანობის დაცვაში. ახლა კი საშუალება მეძლევა, ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში; მოვიხადო სამხედრო ვალდებულება სამშობლოს წინაშე; აქტიურად ჩავერთო ქვეყნის თავდაცვაში. დიდი ხანი ვემზადებოდი ამ დღისთვის და ყოველთვის მჯეროდა, დადგებოდა დრო და ჯარისკაცის ამპლუასაც მოვირგებდი. ასე რომ, მართლაც არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, და არც შესაძლებლობებზე დაიჩივლო, რადგანაც მას დიდი მონდომება აჩენს, მონდომება, სურვილი და მიზანი. ჩემი მიზანი კი ისაა, ბოლომდე დავიხარჯო, ბოლომდე დავიწვა, ბოლომდე ამოვწურო საკუთარი თავი და ეს ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. კარგა ხანია, წლებს აღარ ვუყურებ და იგი მხოლოდ წელთაღრიცხვაა და მეტი არაფერი. წლები ჩემთვის წარსულზე მეტად გამოცდილებაა, გამოცდილება, რომელიც ახლის შექმნაში მეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის უცხო არაა ყაზარმა, დენთის სუნი და ტყვიის წუილი, მაინც მგონია, რომ სრულიად განსხვავებული ეტაპი დგება ჩემს ცხოვრებაში, სადაც არ გაქვს არათუ დაღლის, არამედ წელში მოხრის უფლებაც კი, რადგანაც მტერმა მხოლოდ მხრებგაშლილი და წელგამართული უნდა გნახოს. ეს განცდა მქონდა მაშინაც, როცა ომში მივდიოდი, როცა თოფის ხმის მეშინოდა და არც თვითმფრინავში ვიყავი ნაჯდომი. სხვათაშორის, მკვდარსაც არ ვიყავი შენახები… მერე იყო პირველი ცრემლები ომში შეძენილი მეგობრების ცხედრებზე. მერე იყო ჩუმად დადებული ფიცი მათ კუბოებთან, რომ მათ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებდი. ხვალიდან ამ ფიცის განხორციელების შესაძლებლობა მეძლევა, რისთვისაც ასიათასჯერ ვმადლობ უფალს.
ხვალ ჯარში მივდივარ… თუმცა არ ვიცი, რა ჰქვია ამას, წარსულში დაბრუნება თუ დაბრუნება წარსულიდან…
ხვალ ჯარში მივდივარ…” – წერს ვეტერანი ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე სოციალურ ქსელში.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close