საზოგადოება

ხვალ, უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველს საქართველოში ჩამოასვენებენ

კრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, ბერდია ჯოხაძე დაიღუპა. ინფორმაციას მისი და, ბელა ჯოხაძე ავრცელებს.

“ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა 12 აგვისტოს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ჩემი ძმის თანამებრძოლებს, მეგობრებსა და ახლობლებს, გვერდში დგომისათვის და ჩემი ძმის სამშობლოში დროული გადმოსვენებისთვის”, – წერს ბელა ჯოხაძე “ფეისბუკზე”.

მისივე ინფორმაციით, ბერდია ჯოხაძეს ხვალ, 19 აგვისტოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10:00 საათზე ჩამოასვენებენ. პანაშვიდი თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში 12:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button