Sliderსაზოგადოება

“ხელი მომტეხეს, უბრალოდ. თან ვეღარ გავიგე, მერამდენე მაიკა უნდა შევწირო ამ ქვეყანას”

“პირველი არხის” ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე ამბობს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა ხელი მოტეხეს. ის გუშინ, 12 ივლისს “ქართული ოცნების” ოფისთან დააკავეს და გვიან ღამით გაათავისუფლეს.

“მეგობრებო, დიდი მადლობა მოკითხვისთვის. კარგად ვარ. ხელი მომტეხეს, უბრალოდ. თან ვეღარ გავიგე, მერამდენე მაიკა უნდა შევწირო ამ ქვეყანას.

p.s. არანაირი ხელწერილი არ დამიწერია. 2 საათი ახლობელთან ზარს ვითხოვდი და შენ ტელეფონს ვერ ვპოულობთო. მერე ტელეფონიც იპოვეს და, ალბათ იმ რაღაც ფურცელს თავად მოაწერეს ხელი”, – წერს ჟურნალისტი. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close