ეკონომიკა

ხელისუფლება სავარაუდოდ, 200- ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს – სოსო ფხაკაძე

ხელისუფლება სავარაუდოდ, 200- ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს – ამის შესახებსსაქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ბიზნესსექტორისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„200-ლარიან დახმარებებთან დაკავშირებით, თუ სწორად მახსოვს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გაგრძელდება, მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. თუმცა, როგორც ჩვენ გავიგეთ ხელისუფლება აპირებს არა მარტო ამ დახმარების გაგრძელებას, არამედ მთელი ახალი ღონისძიებათა პაკეტი იქნება. ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ პანდემია არსად წასულა, განგრძობითი ხასიათი აქვს და გრძელდება, ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს ხელისუფლებას და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რაციონალური და სწორია,“- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

სოსო ფხაკაძის თქმით, ე.წ. ლოკდაუნი არ იქნება, რადგან ეკონომიკა ამას ვეღარ გაუძლებს.

„პირველი, რაც გვითხრა პრემიერ-მინისტრმა იყო ეს და შემდეგ დისკუსიის პროცესში  რამდენჯერმე ახსენა. ამას ვერც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და ვერც ვხედავთ ამის აუცილებლობას ორი მიზეზის გამო – საკმაო გამოცდილებაა დაგროვილი უკვე, რომ წერტილოვანი ჩაკეტვებით გადაწყდეს პრობლემა. მაშინდელი პერიოდი და დღევანდელი პერიოდი თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. ახლა ჩაკეტვა, რომ თეორიულადაც მოხდეს უფრო მეტ ზიანს მიიღებს საზოგადოება და ქვეყანა, ვიდრე რაიმე სიკეთე იქნება. ამაში ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ და ამაში მივიღეთ 100%-იანი დაპირება, რომ სახელმწიფო ამას არ აპირებს და ამის გაკეთება არ იქნება სწორი“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close