ეკონომიკა

“წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში” -თურნავა

ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6.9 პროცენტს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10,5 პროცენტია. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში“, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასების მაჩვენებელი 2021 წლის ოქტომბერსა და 10 თვეში. აღნიშნული ინფორმაცია დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოს ეკონომიკის სექტორების უმრავლესობაში დაფიქსირდა. მისი თქმით, განსაკუთრებულად მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდება გადამამუშავებელი მრეწველობა, აგრეთვე ლოგისტიკა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, რომლის აღდგენის ტემპიც საკმაოდ მაღალია.

ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულმა ექსპორტმა, რომელიც მოსალოდნელზე მაღალი ტემპით იზრდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close