Sliderრეგიონები

წინარეხის მოსახლეობის საძოვრები დღეს ეგვიპტელების ხელშია და არაბული დასახლების მშენებლობას იწყებენ – მამასახლისი (ვიდეო)

ნელი მამასახლისი:

კასპის რაიონის მიწები უცხოელების საკუთრებაში ისე გადადის, რომ თვითონ აქაური მკვიდრებიც ვერ ვგებულობთ. წინარეხის მოსახლეობა მოტყუებული და შეურაცხყოფილია, რადგან მათი საძოვრები დღეს ეგვიპტელების ხელშია და არაბული დასახლების მშენებლობას იწყებენ. ორი შენობის ფუნდამეტი უკვე არსებობს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწებს. დღეს მათ კვლავ ითავხედეს და ცილი დასწამებს ქვათახევის მონასტრის ბერებს, რომ თითქოსდა ბერებმა მისცეს დენის გაყვანის უფლება. ენერგოპრო ჯორჯიამ გადაუმოწმებლად დაიწყო სამუშაოები, რათა შემდეგ ტრასფორმატორი დაემონტაჟებინათ. მონასტრის ბერებმა ამხილეს მოძალადე უცხოელები სიცრუეში და ენერგოპრო ჯორჯიის თანამშრომლებმა მათ ბოდიში მოუხადეს. არცერთი წინარეხელი არ დათობს არცერთ გოჯ ქართულ მიწას. დავიწყეთ სამართლებრივი ბრძოლა, ჩვენს ინტერესებს იცავს იურისტი ფატი კიპაროიძე. მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე და უნდა მოვითხოვოთ ნაციონალიზაცია და დავიბრუნოთ ქართველების კუთვნლი უცხოელებზე გაყიდული ქონებები.

http://

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close